1.
პროექტის სახელწოდება: „ბაირონი
და საქართველო“.
2.
პროექტის მთავარი იდეა: ბაირონის ცხოვრებისა და შემოქმედების, ინგლისური
რომანტიზმის გაცნობა და ქართულ რომანტიზმთან
პარალელების გავლება.
3.
პროექტის აქტუალობა:
ინგლისური და ქართული რომანტიზმის სკოლის საუკეთესო წარმომადგენელთა შემოქმედების უკეთ
გაცნობა და შესწავლა.
4.
პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა მოიძიონ პოეტების ცხოვრებისა
და შემოქმედების შესახებ ინფორმაციები, მოახდინონ პარალელების გავლება, შეისწავლონ
მათი პოეზია.
5.
მონაწილეთა
ასაკი: XI კლასი.
6.
ვადები: 1 თვე.
7.
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტი: მოსწავლეებმა შეისწავლონ
პოეტთა ლექსები. გააუმჯობესონ ინგლისურად მეტყველება.
8.
რესურსები: წიგნები, კომპიუტერი, პროექტორი, ფოტომასალა, აუდიო –ვიდეო ჩანაწერები,სლაიდები.
9.
აქტივობები:
ა) მასალების მოძიება (ბიოგრაფიული
ცნობები,შემოქმედება, პარალელები ნ.ბარათაშვილთან ).
ბ) მუსიკალური გაფორმება ( მსვლელობა,
სიმღერები ).
გ) ბაირონის შემოქმედებაზე მუშაობა ინგლისურად სწორად წარმოთქმის
მიზნით.
დ) საპრეზენტაციო ადგილის მომზადება–გაფორმება.
ე) ბაირონისა და ბარათაშვილის წიგნების
გამოფენა.
ვ) მოსაწვევების მომზადება–გაფორმება
და დარიგება–დაგზავნა.
ზ) პროექტის დასკვნითი ღონისძიება:
ლიტერატურულ–მუსიკალური საღამო, სადაც მოსწავლეები მხატვრულად წაიკითხავენ ბაირონისა
და ბარათაშვილის ლექსებს ინგლისურ და ქართულ
ენებზე.
10. საგნებთან/
საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ა) ქართული, ბ) ხელოვნება,
გ)მუსიკა, დ) ისტ.
11. პროექტის
ხელმძღვანელი: ლიანა ნემსაძე
13. პროექტის
ვებ–გვერდი / ბლოგი:
No comments:
Post a Comment